12, თებერვალი 2021 21:45:00
კორონაპანდემიის დაწყებიდან, საქართველოში მალევე სხვა შეზღუდვებთან ერთად ე.წ „კომენდანტის საათი“ დაწესდა. ქვეყნის მთავრობამ ღამის საათებში ქუჩასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა გადაადგილება აკრძალა. აღსრულებაზე კონტროლი, პატრულს ევალება. რამდენად იცავენ მოქალაქეები წესს ან როგორ აღასრულებს სამართალდამცავი უწყება რეგულაციას?
ფანჩატურში გაშლილი სუფრები, ბავშვებითა და მოზარდებით სავსე სპორტული მოედნები - ეს სურათი ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში გუშინ, კომენდანტის საათის დროს დაგვხვდა. როგორც აღმოჩნდა, მოქალაქეები კოვდრეგულაციებს შეგნებულად არღვევენ. ამბობენ, რომ სახლში ყოფნით დაიღალნენ და რომ 9 საათის შემდეგ სახლებში გამოკეტვა, ვირუსის პრევენციის მზინით არასწორია.
ქალაქის რამდენიმე უბანში, ჩართული კამერების გამოჩენამ მოქალაქეები გააღიზიანა, ზოგიც დააფრთხო და დაიშალნენ.
საპატიო მიზეზი არ არის და მაინც, არგუმენტად იშველიებენ, რომ აკრძალულ დროს, გარეთ, ცხოველების გასასეირნებლად გამოდიან. მაგალითად, ამ კონკრეტულ მისამართზე, ქუჩაში მხოლოდ ერთი ძაღლი და 10-ზე მეტი ახალგაზრდა ვნახეთ.
ახალგაზრდების და მოქეიფე ჯგუფების გარდა, კომენდანტის საათის მოქმედების ვადებში თავსუფლად პატარებიც გადაადგილდებიან. ბავშვები კორპუსებთან ძირითადად მოედანზე, ბურთის სათამაშოდ გამოდიან. მშობლები კოვიდრეგულაციების დარღვევაში მათ ხელს არ უშლიან.
მოქალაქეების ნაწილი შეეცადა დავერწმუნებინეთ, რომ კორპუსის ეზოში ყოფნის უფლება ნებისმიერ დროს ჰქონდათ და ამაზე პოლიცია არ რეაგირებს.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციოაციაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები შერჩევითი სამართლით ხელმძღვანელობენ და დარღვევებზე მეტწილად მაშინ რეაგირებენ, როცა კანონს ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები აღრვევენ. საია-ში სევე განმარტავენ, რომ რეგულაციები გასაუქმებელია, რისთვისაც საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართეს.
საღამოს 9 საათის შემდეგ, ქუჩაში საკმაოდ ხშირია ავტომანქანების მოძრაობაც. შესაძლოა, ისინი ფლობენ კიდევაც საჭირო ნებართვას, თუმცა მათ საპატრულო პოლიცია ნაკლებად ამოწმებს. რატომ ხდება ასე? - ჩვენს კითხვებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გვიპასუხეს.