15, თებერვალი 2021 21:45:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მოტყუებული მომიტინგეები. ისინი შეხვედრაზე შეიპატიჟეს, თუმცა დარბაზში შესულებს, თორნიკე რიჟვაძის ნაცვლად, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე დახვდა. 9 თებერვალს დადებული პირობა მოქალაქეებმა შეასრულეს, თუმცა აქციის მონაწილეები, ახლა თავმჯდომარეს, მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადას კიდევ ერთხელ უხანგრძლივებენ.
დაანონსებული საპროტესტო აქცია შედგა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ათობით მოქალქე მივიდა. მათ შორის მაღალმთიანი აჭარიდან. მთავრობის თავმჯდომარის მისამართით შეძახილები დღეს განსაკუთრებით მრავლად იყო,
თავჯდომარე გარეთ არ გამოვიდა, ამიტომ აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს. ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. მას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ორი მონაწილე დააკავეს.
მთავარი მოთხოვნა, თორნიკე რიჟვძესთან შეხვედრა იყო. მთავრობის თავმჯდომარე დიალოგისთის მზად იყო, თუმცა არა იმ პირობით, რასაც მომიტინგეები უყენებდნენ - მედიის თანდასწრებით. შემდეგ ისინი შევიდნენ პირობით, რომ შეხვედრიდან, ფეისბუქ ლაივს ჩართავდნენ. სხდომათა დარბაზში შესულებს, მთავრობის თავმჯდომარის ნაცვლად აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე დახვდათ. მათ შენობა ბოიკოტის ნიშნად დატოვეს.
კუთვნილი კომპენსაციების მიღების მოთხოვნით, აქციაზე იყვნენ კირნათი-ჰესის მშენებლობის შედეგად დაზარალებულები, ე.წ „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლები, რომლებიც ახალ კორპუსში ბინებს ელოდებიან, თვითდასამებულები, თურქეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით და სხვები.
შეხვედრა ვერ შედგა. აქციის მონაწილეებმა მთავრობის თავმჯდომარეს კიდევ ერთი ვადა დაუთქვეს. იმისთის, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხი გადაწყვტოს, თორნიე რიჟვაძეს ათ დღიანი ვადა მისცეს. სხვა შემთხვევაში ისევ აქციებით იმუქრებიან.