17, თებერვალი 2021 21:30:00
ლექტორი, რომელიც სამართლიანობის აღდგენას 8 თვეზე მეტია ითხოვს. ვაჟა ანანიძე ერთი კაცის აქციას საზღვაო აკადემიიის წინ უწყვეტ რეჟიმში დღემდე განაგრძობს. პედაგოგი ამტკიცებს, რომ მენეჯმენტმა იგი რექტორთან დაპირისპირების გამო გაათავისუფლა. საქმე იმაშია, რომ ანანიძემ ირაკლი შარაბიძე პლაგიატში დაადანაშაულა. ზუსტად 4 თვის შემდეგ კი ეთიკიის საბჭომ მისი სამსახურიდან გაშვების გადაწტვეტილება მიიღო.
ერთ კაციან აქციას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან, უკვე რვა თვეა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, შეხვდებით. იმის ნაცვლად, რომ დროს სტუდენეტბთან, ლექციაზე ატარებდეს, იგი უმაღლესი სასწავლების შესასვლელთან, ხელში ტრანსფარატნით დგას. სხვა ყველა ღონეს მიმართა და ახლა ასე ცდილობს სამართალი იპოვოს.
ვაჟა ანანიძე აქ ლექციებს ცამეტი წელი კითხულობდა. ახლა უჭირს გადმოსცეს, რამდენად უმძიმს, აკადემიას, ეზოს გარეთ, ჭიშკრიდან უყუროს. უჭირს შეგუება იმასთანაც, რომ მას, აღარც ლექტორები ესალმებიან.
ამ დღეში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც აკადემიის რექტორი - ირაკლი შარაბიძე, პლაგიატში დაადანაშაულა. თქვა, რომ კონკრეტული ნაშრომისთვის, გარკვეული ეპიზოდი, ლექტორ - მერაბ ჯიბლაძის ნაშრომიდან ამოიღო. მხილებიდან ოთხ თვეში, აკადემიის ეთიკის საბჭომ, ანანიძეს ბრალი რექტორის მიმართ ბულინგში და შანტაჟში დასდო. საბჭო, ვაჟა ანანიძეს სტუდენტების მიმართ დისკრედიტაციასაც შეედავა და სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ის, რომ რექტორი პლაგიატში უსაფუძვლოდ არ დაუდანაშაულებია, დამტკიცება ვერც საქართველოს განათლების სამინისტროსთვის შეძლო. ამბობს, რომ უწყებამ, არავითარი რეგაირება მოახდინა. ანანიძემ, სასამართლოს მიმართა, თუმცა განხილვები ჯერაც არ დასრულებულა.
რამდენად აქვს აკადემიის რექტორს იმის მტკიცებულებები, რომ ანანიძე, სტუდენტების დისკრედიტაციას ეწეოდა, თუ ეს მხოლოდ იმისთვის იქნა მოგონილი, რომ მასთან დაპირისპირებისთვის სამსხურიდან გაეთავისუფლებინა - ჩვენს შეკითხვებზე თავის არიდება აკადემიის რექტორმა სატელეფონო საუბრის დროსაც სცადა.
საქართველოს განათლების სამინისტროში დღეს აცხადებენ, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვთ. ვაჟა ანანიძე, იმედს არ კარგავს, რომ სიმართლეს დაამტკიცებს თუმცა თუ საქალაქო ინსტანციაში ამას ვერ მიაღწევს, ამბობს, რომ დავას, არც ზემდგომ ინსტანციებში დაიზარებს.