19, თებერვალი 2021 11:31:00
მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. ამ მიზნით 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული. ბიურო დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტს, როგორი განრიგით განიხილავენ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს, თუმცა, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება უმოკლეს ხანში მოხდება.
შეგახსენებთ, გიორგი გახარია გუშინ გადადგა, მთავრობის მეთაურობის კანდიდატად კი "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.