04, ივლისი 2017 20:07:00
სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, ქობულეთში სხვადასხვა დროს სტიქიის შედეგად დაზარალებულ 15 ეკომიგრანტი ოჯახს თამარის დასახლებაში არსებულ ახალ სოციალურ სახლში საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ. დღევანდელ სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ 88 977 ლარი დაიხარჯება მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 23- 28 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 210 შენობის აღდგენითი სამუშაოებისთვის. კომისიის წევრების თანხმობით კი იანვარში, ტბეთის ქუჩაზე ხანძრით დაზარალებულ 12 ოჯახს 12 ოჯახის 75 528 ლარის ოდენობით ფინანსური დახმარება გაეწევა.