22, თებერვალი 2021 17:29:00
პრენატალური ინფექციები ორსულისა და ნაყოფისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენენ. თებერვლის თვე, ამ ინფექციებისადმი ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება. დაავადებისთვის საჭირო პრენატალური დიაგნოსტიკის ჩატარება „ციტოში“ შეგიძლიათ, რომელიც ბათუმში, ვახტანგ გორგასლის 149 ნომერში მდებარეობს. ინფექციებისადმი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამედიცინო ცენტრმა რამდენიმე პაციენტს გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარა.
ტოქსოპლაზმა, წითურა, ციტომეგალოვირუსი და ჰერპესვირუსი - ფართოდ გავრცელებული TORCH ინფექცია, საფრთხეს ორსულსა და ნაყოფს უქმნის. იწვევს მის დაზიანებას, თვითნებურ აბორტს ან მშობიარობისას ჩვილის დაავადებას, რაც მის ნორმალურ განვითარებას ხელს უშლის. ინფექციებზე კვლევების ჩატარებას, გინეკოლოგები, პაციენტებს, ოჯახის დაგეგმვისას ან უკვე დამდგარი ორსულობისას, პირველ ტრიმესტრში ურჩევენ. მიზანი ინფექციებით გამოწვეული რისკების შემცირება.
პრენატალური დიაგნოსტიკის, ანუ ნაყოფის დედის მუცელშივე გამოკვლევა, „ციტოში“ შეგიძლიათ. სამედიცინო ცენტრი საქართველოში, პირველ საერთაშორისოდ აკრედიტებულ ლაბორატორიას წარმოადგენს. ლაბორატორიების ქსელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით 9 ლოკაციაზეა, მათ შორის ბათუმშიც.
„ციტო“, 20 წელზე მეტია, მაღალკვალიფიციური გუნდით ხარისხიან კვლევებს ატარებს. ლაბორატორია უახლესი ტექნოლოგიებითა და დანადგარებითაა აღჭურვილი. ცენტრში, 200-ზე მეტი ანალიზის გაკეთებაა შესაძლებელი. გარდა ლაბორატორიული კვლევებისა, ბათუმში, საშუალება გაქვთ ოჯახის ექიმის, პედიატრისა და რადიოლოგის კონსულტაციით ისარგებლოთ.
სამედიცინო ცენტრი „ციტო“ - ენდეთ პროფესიონალებს და აქციეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვევად.