24, თებერვალი 2021 21:45:00
ძვირადღირებული მკურნალობა, რომელიც ხშირად უშედეგოდ მთავრდება. უშვილო წყვილებს, მკურნალობის ჩათვლით ხელოვნური განაყოფიერება საშუალოდ, 15 ათასი ლარი უჯდებათ. პრობლემა, წლიდან წლამდე მზარდია. სახელმწიფო კი ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს. მეტიც, უშვილო წყვილებს არც თანადაფინანსებით ეხმარება.
მარინა შერვაშიძე, უკვე 11 წელია დაოჯახებულია. შვილი არ ჰყავს. მკურნალობის ბევრ მეთოდს მიმართა. ჯერ იყო გამოკვლევები, რისთვისაც ძალიან ძვირი გადაიხადა. ნაკლები, არც მკურნალობისთვის გადაუხდია. ერთი კურსის ჩასატებლად, ხუთი ათასი ლარი დასჭირდა. ასე, ორჯერ გადაიხადა, ანუ, ჯამში 10 000 ლარი. ექიმმა მხოლოდ ამის შემდეგ უთხრა, რომ მის პრობლემას მედიკამენტები არ უშველიდა და ხელოვნური განაყოფიერება შესთავაზა. განაყოფიერებას ვერ იკეთებს. სახსრები აღარ ჰყოფნის. უშვილო წყვილებზე, არც სახელმწიფო ზრუნავს.
აჭარაში, იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ინ ვიტრო განაყოფიერას აკეთებენ, ბოლო 2 წელში, მიმართვიანობა განსაკუთრებით გაზრდილია. მხოლოდ ერთი ჰორმონალური კვლევა 35 ლარი ღირს, ასეთი კი წყვილს ექვსი სჭირდება, ანუ 420 ლარი. ინვიტრო განაყოფიერებამდე ქალმა, კიდევ რამდენიმე გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს, შემდეგ მედიკამენტები მიიღოს. განაყოფიერება, ბოლო ეტაპია და იგი საშუალოდ, 6 500 ლარი ღირს. ამ დაანგარიშებით, წყვილს, ხელოვნური განაყოფიერებისთვის, 15 ათასი ლარი სჭირდება.
უშვილო წყვილებისთვის, მკურნალობის დაფინანსების მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ქალის როლი საზოგადოებისთვის“, სახელმწიფოს ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში მიმართა და მას შემდეგ რამდენჯერმე. კონკრეტულ შედეგს, ჯერ ვერავინ ხედავს.
საქართველოში, უშვილობის რიცხვის ზრდის შესახებ, სტატისტიკა არ არსებობს. ორგანიზაცია "ქალთა რეპროდუქციული საკითხები" ერთადერთია, რომელიც ამ მონაცემს ხუთ წელში ერთხელ ითვლის. თუ მას დავეყრდნობით, შემთხვევების 45-დან 50 პროცენტამდე, უშვილობის მიზეზი, მამაკაცის რეპროდიქციული სისტემის ორგანოთა დაავადებებია, ამდენივე კი ქალის.