25, თებერვალი 2021 21:59:00
ვახო სანაიას თავს დაესხნენ. „ფორმულას“ ტელეწამყვანს სახლში დაბრუნების დროს, გუშინ გვიან ღამით 3 აგრესიული ადამიანი გაუსწორდა. ჟურნალისტს თან მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და ნათესავი ახლდა. სანაია, რომელსაც სხეულზე დაზიანებები აქვს მიყენებული, მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. უდევს სთუ არა ინცინდენტს პოლიტიკური არჩული? პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ კრიტიკულ მედიაზე იერიშს მმართველი გუნდი ახალისებს. შეტევას კრიტიკული აზრის მარგინალიზაციად აფასებს თავად ტელეკომპანიის მენეჯმენტი. მომხდარს გმობს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
ვახო სანაია თავდასხმის დეტალებს იხსენებს და დამნაშვეების დასჯის მოლოდინშ. დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელებმა მასზე იერიში, ჟურნალისტური საქმიანობის გამო მიიტანეს.
ფაქტს არაერთი პოლიტიკოსი და ორგანიზაცია გამოეხმაურა. მათ შორის სახალხო დამცველი. სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს, ამ ტიპის ქმედებაზე, მკაცრი პასუხი უნდა ჯქონდეს. ამაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ასევე თითქმის ყველა თანხმდება, რომ მომხდარი, კრიტიკული მედიის მიმართ "ქართული ოცნების" აგრესიული დამოკიდებულების შედეგია. სპეციალური განცხადება და მოწოდება, დღეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც გაავრცელა.
ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას, საჯაროდ, ტელეკომპანია "ფორმულა"-ს გენერალური დირექტორიც გამოეხმაურა. ზუკა გუმბარიძე აღნიშნავს, რომ ისევე როგორც ზოგადად მედიის წარმომადგენლებზე, თავდასმები გახშირდა ფორმულას ჟურნალისტებზეც. მისივე ინფორმაციით, მორიგი მსხვერპლი, შესაძლოა არხის კიდევ ერთი ჟურნალისტი და წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი გახდეს. გუმბარიძე მოითხოვს, ბრალდებულების მიმართ დაწყებული გამოძიების მუხლი, გადაკვალიფიცირდეს.
ოპოზიციური პარტიები ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას, ერთიანი განცხადებით გამოეხმაურნენ. აღნიშნავენ, რომ მომხდარი, "ეს უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა".
"ფორმულა"-ს წამყვანს და მის ოჯახის წევრებს, თავს სამი პირი დაესხა. სიტყვიერთან ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მას და მის რძალს, მცირეწლოვანი შვილის თანდაწსრებით მიაყენეს. შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. თავდამსხმელებს, გამოძიება, ჯგუფურ ძალადობას ედავება.