04, მარტი 2021 17:45:00
„ამბასადორის“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, აჭარის განათლების სამინისტროსთან ორგანიზაცია „ბათომი“-ს წევრებმა მორიგი საპროტესტო აქცია პერფორმანსი გამართეს. "არ დავთმობთ ბულვარს“, სამინისტროს წინ ბანერიც გააკრეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით უკვე მიმართეს და ერთ კვირიანი ვადა მისცეს, რომელიც პარასკევს იწურება. თუ გაადწყვეტილებას არ შეცვლიან, აცხადებენ, რომ მიმართავენ სასამართლოს. 19 სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაზე ნებართვა,აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ხელმძვანებლმა ზაურ ახვლედიანმა, ძეგლების საბჭოს მხარდაჭერით გასცა.