04, მარტი 2021 21:59:00
შემზარავი შემთხვევა შიდა ქართლში. 12 წლის მოზარდმა იმშობიარა. არასწრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო კი 50 წლის კაცი დააკავეს. მომხდარ ფაქტს მოზარდის ოჯახი თვეების მანძილზე მალავდა. ამის შესახებ კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, როცა გოგომ იმშობიარა და საქმეში სოციალური მომსახურეობის სააგენტო ჩაერთო. 12 წლის ბავშვი რამდენიმე თვის წინ გააჩინა. იგი ჩვილთან ერთად თავშესაფარში იმყოფება და იქამდე დარჩება, ვიდრე სრულწლოვანი არ გახდება. ოჯახის წევრები დეტალებზე არც დღეს საუბრობენ, მეზობლების თქმით კი ბრალდებული მოზარდის ახლობელია.
კაცი, რომელმაც არასრულწლოვანზე სექსუალურად იძალადა უკვე დაკავებულია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. მოზარდმა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. შემთხვევაზე გამოძიების დაწყება სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა მოითხოვეს.
შემთხვევა შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში 2020 წელს მოხდა, თუმცა დეტალები მას შემდეგ გახმაურდა, როდესაც ფაქტით მედია დაინტერესდა. გოგომ 12 წლის ასაკში იმშობიარა, იგი ჩვილთან ერთად ახლა თბილისში, თავშესაფარშია მოთავსებული. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში განმარტავენ, რომ საქმეში ჩართულია სოციალუარი მუშაკი და ფსიქოლოგი. ისინი ასევე, თანამშრომლობენ გამოძიებასთან.
ტრადიციულად, ასეთ შემთხვევებზე მეზობლებსა და ნათესავებს საუბარი არ სურთ. ამტკიცებენ, რომ ფაქტის შესახებ გამოძიების დაწყების შემდეგ გაიგეს. გოგონას მშობლები დევნილები არიან. ხელისუფლებამ ოჯახი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაასახლეს. ბავშვს, სკოლაში მეექვსე კლასის შემდეგ არ უვლია.
უფლებადამცველები სისტემურ პრობლემაზე საუბრობენ. მათი შეფასებით, სახელმწიფომ პრევენციისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, მათ შორის აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე ეფექტური და დროული გამოძიება.
ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, პრობლემაა ისიც, რომ ასეთ შემთხვევებზე საზოგადოებას მწვავე რეაქცია არ აქვს. არასრულწლოვანზე სექსუალურად 50-წლამდე თანასოფლელმა იძალადა.