05, მარტი 2021 09:16:00
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 02:40 საათზე დაფიქსირდა. როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იტყობინება, ბიძგები დაბა ყაზბეგთან, სოფელ ბლოდან 18 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.