05, მარტი 2021 13:39:00
საქართველოში საჯარო სკოლებში არდადეგებისა და დასვენების დღეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში შესაბამისი კანონით წინასწარ არის განსაზღვრული. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ცვლილება არც წლევანდელ საგაზაფხულო არდადეგების განრიგში არ შესულა.
საგაზაფხულო არდადეგები ერთ კვირას გასტანს, ის 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. 15 მარტს კი, საგაკვეთილო პროცესი სკოლებში განახლდება.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, იქ სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ის საჯარო სკოლებში გამოცხადებულ არდადეგებს ემთხვევა.
2020-2021 სასწავლო წელი პირველკლასელებისთვის 27 მაისს, მე-12 კლასელებისთვის 20 მაისს, დანარჩენი კლასებისთვის კი 15 ივნისს დასრულდება.