08, მარტი 2021 11:13:00
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საერთო ჯამში, კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 ათას 591-ს შეადგენს.
ამასთან, დღეს კორონავირუსის ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი.