08, მარტი 2021 17:30:00
დღეიდან, რესტორნები მომხმარებლების მიღებას შიდა სივრცეებშიც შეძლებენ. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. სარესტორნო ბიზნესს სტანდარტული რეკომენდაციების დაცვა მოუწევს. ასევე, არ ექნებათ 360-ზე მეტი სტუმრის მიღების უფლება. პირველ აპრილამდე კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა აკრძალული რჩება. შიდა სივრცეებში მუშაობის შეზღუდვა, შაბათ-კვირას, შენარჩუნდება. აგრეთვე, ამ კვირიდან დაშვებულია სავაჭრო მოლებისა და ბაზრობებისთვის ვაჭრობა უქმეების ჩათვლით. ძალაში რჩება 21 საათიდან ხუთ საათამდე გადაადგილების აკრძალვა.