11, მარტი 2021 21:30:00
3 ერთი თვე 14 წლის ნინი ცეცხლაძის ტრაგიკული გარდაცვალებიდან. სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფომ ვერ დაიცვა, ძიება ახლაც მიმდინარეობს. მომხდარს ორი ბრალდებული ჰყავს. რა ასწავლა არასრულწლოვნის სუიციდმა საზოგადოებას? რას ამბობენ თანაკლასელები და თანასოფლებები?
14 წლის ნინი ცეცხლაძის სასკოლო მერხი ახლა ასე გამოიყურება. ყვავილებითა და სანთლებით, თანაკლასელები, მის ხსოვნას, პატივს, ყოველდღიურად მიაგებენ. ნინის მერხზე, მეგობრებმა წარწერებიც გააკეთეს, სადაც მას მოციმციმე ვარსკვლავად მოიხსენიებენ. ამბობენ, რომ ამ ტრაგიკულმა ამბავმა, მათ ბევრი რამ ასწავლა. განსაკუთრებით კი, ერთობა და ერთმანეთის თანადგომა.
მოზარდის გარდაცვალება, დღემდე, შოკისმომგვრელია ქაქუთში მცხოვრებლებისთვის. ამ ტრაგიკულ ამბავთან შეგუება ახლაც უჭირთ. მომხდარმა თანასოფლელებს დაანახა, რომ დუმილი გამოსავალი არაა.
მომხდარმა ტრაგედიამ, თავისი წვლილი ქაქუთის საჯარო სკოლაშიც შეიტანა. პედაგოგები, მოსწავლეებს, დამატებით გაკვეთილებს უტარებენ და ასწავლიან, თუ როგორ უნდა მოიქცენ ან ვის მიმართონ მსგავს სიტუაციაში.
რა ეტაპზეა გამოძიება? - შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. ამ დროისთვის, ნინი ცეცხლაძის გარდაცვალების საქმეზე 2 პირია დაკავებული. ნიკა ტაკიძე, რომელსაც გამოძიება 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევადობას ედავება. ასევე, სულიკო ცეცხლაძე, გარდაცვლილის ბაბუა, რომელსაც ბრალად შვილიშვილზე ფიზიკური ძალადობა ედება.