16, მარტი 2021 13:06:00
2020 წელს, ადგილობრივი ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 9.5%-ით შემცირდა და 480.4 ათასით განისაზღვრა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 910.8 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.0 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 8.3 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მონაცემებზე.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.2 პროცენტი თბილისის მცხოვრებელია, 12.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 12 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.