აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები საკუთარ თავს ხალხის ფულის ხარჯზე იპიარებენ. წარმომადგენლობითი ორგანო შეკვეთილ სტატიებს ერთ- ერთ ონლაინ მედიაში ავრცელებს. ახალი ამბები ძირითადად მილოცვების და ტრაგედიების გახსენებას ეხება. რა თანხა იხარჯება ამაში, დღეს დაგვიმალეს. სამაგიეროდ, გვითხრეს, რომ არაკომპეტენტურ კითხვებს ვსვამთ. ოცნების გუნდში ერთხმად ამტკიცებენ, რომ კანონს არ არღვევენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ იმას, რომ კონტენტი სარეკლამოა. იმაზე, რასაც დეპუტატები საგულდაგულოდ მალავენ, ღიად საუბრობენ პიარ სპეციალისტები. ერთ-ერთი ასეთი სარეკლამო მასალა უმაღლესი საბჭოს დაკვეთით IPN- ზე NS ნიშნის ქვეშ დღესაც განთავსდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები საკუთარ თავს ხალხის ფულის ხარჯზე იპიარებენ. წარმომადგენლობითი ორგანო შეკვეთილ სტატიებს ერთ- ერთ ონლაინ მედიაში ავრცელებს. ახალი ამბები ძირითადად მილოცვების და ტრაგედიების გახსენებას ეხება. რა თანხა იხარჯება ამაში, დღეს დაგვიმალეს. სამაგიეროდ, გვითხრეს, რომ არაკომპეტენტურ კითხვებს ვსვამთ. ოცნების გუნდში ერთხმად ამტკიცებენ, რომ კანონს არ არღვევენ, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ იმას, რომ კონტენტი სარეკლამოა. იმაზე, რასაც დეპუტატები მალავენ, ღიად საუბრიბენ პიარ-სპეციალისტები. ერთ-ერთი ასეთი სარეკლამო მასალა უმაღლესი საბჭოს დაკვეთით IPN- ზე NS ნიშნის ქვეშ დღესაც განთავსდა.
იცის სად ქვეყნდება, თუმცა უკვირს, რატომ გამოიწვია საკითხმა ჩვენი დაინტერესება. რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეს ვკითხეთ, უქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ საინფორმაციო სააგენტში უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ მასალები NS ნიშნით თავსდება, დავით გაბაიძე ამბობს, რომ - არა. უფრო მეტიც, ამტკიცებს, რომ ეს რეკლამა არ არის და კითხვას გვიწუნებს. ერთ- ერთი ასეთი ახალი ამბავი, რომელიც გამოცემამ ბოლოს გამოაქვეყნა, სასტუმრო „ლეოგრანდის ტრაგედიის“ გახსენებას ეძღვნება. სააგენტომ, იგივე NS-ნიშნით, ანუ კატეგორიაში „ამბები გამომწერიდან“ დეპუტატ ტიტე აროშიძის სარვამარტო მილოცვაზეც დაწერა.
ამით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დიალოგი არ დაგვისურულებია. დავით გაბაიძეს რა თქმა უნდა ვკითხეთ, რატომ რეკლამდება საბჭოს საქმიანობა კონკრეტულ საინფორმაციო სააგენტოზე. კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.
კითხვა დაგვიწუნა და 15 წევრიანი ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დაცვა სცადა „ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა. ინტერვიუს ჩაწერისას დავით ბაციკაძე „მაცნეს“ მიერ დასმული საკითხის შინაარსმა გააღიზიანა და რეპლიკის სახით შორიდან, თქვა რომ საუბრის თემა არაკორექტულია. რამდენიმე წუთში მასთანაც გადავინაცვლეთ. გაგვიმეორა იგივე, რაც დავით გაბაიძემ გვითხრა, თუმცა ჩვეული რიტორიკით.
ის, რაზეც ახლა ჩვენ გიყვებით, პირდაპირი რეკლამა არ არის, თუმცა ასე იხსნება: უმაღლესმა საბჭომ ონლაინ გამოცემაში ინფორმაციის განთავსების მომსახურება შეიძინა, ანუ IPN- ს ახალი ამბების და სტატიების არა დაწერაში, არამედ უკვე დაწერილი მასალების გამოქვეყნებაში უხდის ფულს. ფულს ხალხის ბიუჯეტიდან. „ლეოგრანდის“ ტრაგედიის გახსენების გარდა, სააგენტოზე სხვადასხვა დროს განთავსდა პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს მილოცვა, სარვამარტო მილოცვა, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ცოტნე ანანიძის მილოცვა უფლებადამცველებისთვის. და არა მხოლოდ ეს.
„მაცნეს“ კითხვის შინაარსი აკვირვებს ოცნების გუნდის კიდევ ერთ წევრს. იმის გამო, რომ ხალხის ფული მსგავსი შინაარსის მასალების რეკლამირებაზე იხარჯება, არც ცოტნე ანანიძე წუხს. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არაკანონიერს არაფერს სჩადიან. იდენტურ პოზიციას აფიქსირებს ილია ვერძაძეც.
ის, რასაც ოცნების გუნდი ერთხმად უმაღლესი საბჭოს მხრიდან ხალხის ინფორმირებულობის ვალდებულებასა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას უწოდებს, პიარსპეციალისტებისთვის ჩვეულევრივი რეკლამაა. ნათია სირაბიძე ამბობს, რომ არანაირი განსხვავება არ არის, მასალა NS ნიშნით განთავსდება თუ R-ით.
როდის გააფორმა აჭარის უმაღლესმა საბჭომ ხელშეკრულება ინტერპრესნიუსთან, რა კრიტერიუმის საფუძველზე შეარჩიეს საინფორმაციო სააგენტო და რამდენია კონტრაქტის ჯამური ღირებულება? კითხვები დღეს უპასუხოდ დარჩა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვხოვოთ, რასაც 10 დღიანი ვადა სჭირდება.
ნიშანი NS, ანუ NEWS SUBSCRIBER იგივე „ამბები გამომწერიდან“ ძირითადად სტატიების ბოლოშია განთავსებული და ხშირად მკითხველისთვის შეუმჩნეველი, ბუნდოვანი და გაუგებარია.