25, მარტი 2021 21:45:00
ბათუმში, გაგარინის ქუჩაზე მცხოვრებლები იმ მიწაზე დაობენ, რომელიც მათი საკუთრება არაა. სახელმწიფო ტეროტორიისთვის კონფლიქტი ჯამში, 5 წელზე მეტს ითვლის. საქმე იმაშია, რომ ვიდრე ტარილ დიასამიძე ნაკვეთის დაკანონებას ცდილობდა, მეზობელმა ტერიტორიაზე მშენებლობა დაიწყო. დიასამიძე, მას მიწის უნებართვო მითვისებაში ადანაშაულებს. მხარეთა პოზიციები რეპორტაჟში.
ბათუმში, გაგარინის ქუჩაზე მცხოვრები ტარიელ დიასამიძე, მიწის დაკანონებისთვის წლებია იბრძვის. მისი სახლი, ხანძრის შედეგად, ამავე ქუჩაზე, 2004 წელს დაიწვა. გვიყვება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, ოჯახს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, 1600 კვადრატული მეტრი, მიწის ნაკვეთი გადასცა, რის დაკანონებასაც, დღემდე, ვერ ახერხებს.
ტარიელ დიასამიძეს, სადაოდ ახალი მიზეზი, გაუჩნდა. ამბობს, რომ მეზობელმა მის სარგებლობაში მყოფ მიწაზე, შენობა ააგო. დიასამიძე ნაგებობის დემონტაჟს მოითხოვს.
გაგარინის ქუჩაზე მცხოვრები, ირწმუნება, რომ მეზობელს „ქართული ოცნება“ მფარველობს. მისი თქმით, უკანონოდ ჩადგმული შენობის გამო, ბერიძეებს უჩივლა კიდეც და მუნიციპალურმა ინსპექციამ ჯარიმაც გამოწერა. ეჭვობს, რომ ეს, მხოლოდ, ფორმალურად. რადგან შენობის დემონტაჟი, ჯერ კიდევ, არ განხორციელებულა. ამბობს,რომ საარჩვენო პერიოდში ბერიძეები, სწორედ, ამ ნაგებობაში, ხალხს მმართველი გუნდისკენ იბირებდნენ.
ბუნებრივია, ჩვენ მეზობელსაც მივაკითხეთ, რომლის მიმართაც დიასამიძეს არაერთი ბრალდება აქვს. ბერიძეები, ჩვენს კითხვებზე გაღიზიანდნენ. თუმცა, ირწმუნებიან, რომ შენობა კანონის ფარგლებშია აშენებული, შესაბამისი დოკუმენტაცია კი, ვერ წარმოგვიდგინეს.
ფაქტია, რომ მეზობლები სახელმწიფო მიწისთვის დაობენ. ტარიელ დიასამიძემ, მიწის აღიარების კომისიას, დაკანონების მოთხოვნით, უკვე მიმართა, თუმცა, პასუხი ჭიანურდება. რა ეტაპზეა და დაკმაყოფილდება თუ არა დიასამიძის მოთხოვნა? აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხს, მთელი დღის განმავლობაში, ამაოდ, ველოდეთ.