31, მარტი 2021 21:59:00
რეკორდულ დროში რეკორდულად გაუფასურებული ლარი და პროცესი, რომელიც მას ავტომატურად მოჰყვა. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები უკვე გაორმაგდა. ხშირად შეხვდებით კიდევ უფრო მეტად გაძვირებულ საკვებ პროდუქტსაც. მოსახლეობა ამბობს, რომ შიმშილის ზღვარს უახლოვდებიან. დაკარგული მომხმარებლების გამო, ურთულეს მდგომარეობაში არიან მოვაჭრეებიც. მათ შორის ისინი, რომლებიც გადამყიდველები არ არიან და ბაზარში, შინაურ ქათამს, კვერცხს ან საკუთარი ძალებით მოწეულ ბოსტნეულს ჰყიდიან. ნინია მესხიძე იმყოფებოდა ბათუმის აგრარულ ბაზარში.
ვიდრე ფასებს მოვაჭრეებთან გადავამოწმებდით, კითხვით, თუ რაზე მოიმატა საფასურმა, ბოლო პერიოდში, მოქალაქეებს მივმართეთ. მათგან, მხოლოდ, ერთი საერთო პასუხი მოვისმინეთ - ყველაფერი გაძვირდა. თუ კი, ყურადღებას, კონკრეტულად, გაძვირებულ სურსათზე გავამახვილებთ, მომხმარებლებისთვის ჩამონათვალი ასეთია: ზეთი, შაქარი, ფქვილი, ბოსტნეული, ხილი, ხორცი - ერთი სიტყვით, პირველადი მოხმარების პროდუქტები.
უფრო ზუსტად, ფასები დღეს, ასე გამოიყურება: სამლარნახევრიანი ზეთი, 6 ლარს აჭარბებს. 5 ლიტრიანი ქილით ზეთის ფასი კი, 28 ლარამდე გაიზარდა. ფასებმა, ბოლო რამდენიმე თვეში რეკორდულად რომ მოიმატა, საუბრობენ მოვაჭრეებიც.
ფასი, საგრძნობლადაა გაზრდილი ლობიოზეც. თუ კი, აქამდე მის შეძენას 3 ლარად შეძლებდით, დღეს ფასი 6 ლარიდან იწყება.
15 თეთრით გაძვირდა კვერცხიც. დღეს, მის შესაძენად, 30-ის ნაცვლად, 45 თეთრის გადახდა მოგიწევთ. გაიზარდა საქონლის ხორცის ღირებულებაც. ფასი 20 ლარამდე მერყეობს. მოვაჭრეები მიზეზად, ხორცის ნაკლებობას ასახელებენ.
გაზრდილია ბოსტნეულის ღირებულებაც. აგრარულ ბაზარში კარტოფილის, სტაფილოს, ჭარხლის, კომბოსტოს, ხახვისა და ნიორის ფასები, ასეთია:
საფასურმა მოიმატა ხილზეც.
ბოლო რამდენიმე თვეში ფასები საგრძნობლად რომ გაიზარდა, ამბობენ ეკონომისტებიც. მათი განმარტებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელი 6,2 %-ით გაიზარდა. დარგის სპეციალისტები გამომწვევ მიზეზებზე აქცენტირდებიან.
უნდა აღვნიშნოთ ალუჩას ფასიც. შეიძლება ითქვას ყველასთვის სასურველი ხილი, წელსაც რეკორდს ხსნის. 1 კილოგრამის ღირებულება, როგორც ბაზარში გვითხრეს, 80 ლარს აჭარბებს. მარკეტებში კი მის შეძენას 117 ლარად შეძლებთ. თუ კი, ქვეყანაში შექმნილი კრიზისით ვიმსჯელებთ, ჭამა საკმაოდ „ძვირი სიამოვნება“ გახდა. სამაგიეროდ, როგორც იტყვიან ხოლმე, შეგვიძლია, ფასების დათვალიერებისას, „თვალს წყალი დავალევინოთ“.