02, აპრილი 2021 21:59:00
ამბავი, ქობულეთში მცხოვრები ტაკიძეების შესახებ, რომელთა ცხოვრებაც ყოველდღიურად მძიმდება. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი სიმაღლიდან გადმოვარდა და ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანებები მიიღო. 30 წლის თამაზ ტაკიძე ვერ გადაადგილდება. ახლა, 4 წევრიანი ოჯახი დიდ პრობლემებს პატარა ფინანსებით ებრძვის.
ერთი წლის წინ, თურქეთში, მუშად წასულს, სიმაღლიდან გადმოვარდნისას ქვედა კიდურები დაუზიანდა. 30 წლის, თამაზ ტაკიძის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ დღეს დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია. ოთხ წევრიანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მკურანლობას საკუთარი სახსრებით ვეღარ ახერხებს.
იმის გამო, რომ თამაზ ტაკიძე, ამ ეტაპზე, შრომის უუნაროა, ოჯახის სოციალური მდგომარეობაც დამძიმდა. ცოლ-ქმარი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ქობულეთში, ქირით ცხოვრობს. თვეში 200 ლარს იხდის. ამ ფონზე, მათი ერთადერთი შემოსავალი კი, მხოლოდ, 160 ლარის ოდენობის სოციალური დახმარებაა.
ოჯახმა, აუცილებლად საჭირო, სარეაბილოტაციო კურსებისთვის ბანკიდან ათი ათასი ლარის ოდენობის სესხი აიღო. ახლა ვალდებულების დაფარვას ვეღარ ახერხებენ. იმის გამო, რომ ბავშვები და ქმარი მუდმივ ყურადღებას საჭიროებენ, მუშაობას ,თამაზის ცოლი, თამთაც ვერ ახერხებს.
ერთ სარეაბილიტაციო კურსს, ათას ორასი ლარი სჭირდება. რისი გადახდის საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია. რა სახის დახმარების მიღება შეუძლია, თამაზ ტაკიძეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან? აქ გვიპასუხეს, რომ ვინაიდან ის, სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ბენეფიციარია, უწყება, ნეირორეაბილიტაციას 600 ლარის ოდენობის თანხით დაუფინანსებს.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიას, განმარტეს, რომ ოჯახმა დახმარების მისაღებად, პროცედურულად, უწყებას, აუცილებლად წერილობით უნდა მიმართოს. რის შემდეგაც, როგორც განგვიცხადეს, ტაკიძეებს დახმარებას გაუწევენ.