05, აპრილი 2021 21:10:00
ავღანეთში ნაღმზე აფეთქებული ქართველი ჯარისკაცი, რომელმაც ორი წლის შემდეგ, გავლა შეძლო. ფაქტის ამსახველი ვიდეო-მასალა სოციალურ ქსელში, გასულ კვირას გავრცელდა. 28 წლის კაცს, ოპერაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა. მარცხის მიუხედავად, ჯარისკაცი ისევ თავდაცვის ძალებში ირიცხება. რეაბილიტაციის დასრულებისა შემდეგ, იგი კვლავ სამშობლოს სამსახურში დაბრუნებას გეგმავს.
28 წლის, ზაურ კომახიძე, ავღანეთში, სამშვიდობო მისიით სამჯერ იმყოფებოდა. ჯარისკაცისთვის, ბოლო მისია, საბედისწერო აღმოჩნდა. მაშინ, როცა მეტყვიამფრქვევე, ცხელ წერტილში, ტერორიზმს ებრძოდა ნაღმზე აფეთქდა.
ზაური ინციდენტის დღეს იხსენებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების პატრულირებისას ბაგრამის ბაზის მიმდებარედ ტერორისტი დანაღმული ავტომობილით ამერიკულ-ქართულ კოლონაში შეიჭრა. მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
ამ ფაქტის, შემდეგ სამი წელი გავიდა. აფეთქების შედეგად ხერხემლის მძიმე ტრამვა მიიღო. მკურნალობას, ჯერ ბაგრამის ჰოსპიტალში გადიოდა, შემდეგ კი, ორი ოპერაცია საქართველოში ჩაუტარდა. თუმცა, პრობლემა ვერ მოგვარდა. მალევე დაკარგა ქვედა კიდურებზე მგრძნობელობა, რის გამოც გადაადგილებაც აღარ შეეძლო.
თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდის დახმარებით, კაპრალი, თურქეთში გაემგზავრა. სადაც რიგით მესამე ოპერაცია ჩაუტარდა. უიმედო მდგომარეობის მიუხედავად, ქირურგიული ჩარევის შედეგად, ქართველმა სამხედრომ ყავარჯნების გარეშე გაიარა.
ჯარისკაცი, ბათუმში, რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. რეაბილიტაციის პერიოდი, ჯერ კიდევ, წინაა. ახლა, როცა დამოუკიდებლად გადაადგილება შეძლო, ხმამაღლა ამბობს, რომ სურს ჯარისკაცის საქმიანობას, ისევ, დაუბრუნდეს.
ზაურ კომახიძე, 20 წლის იყო, როცა ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩაერთო. ქართველი სამხედრო ტერორიზმს, წელიწად ნახევრის განმავლობაში ებრძოდა. სამწლიანი პაუზის შემდეგ, მაშინ როცა, რეაბილიტაციის კურსს დაასრულებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა მთავარ მისიად ესახება.