06, აპრილი 2021 21:58:00
ლარი ანტირეკორდს ხსნის, ევროვნული ვალუტის კურსი დღითიდღე ეცემა. მძიმე ეკონომიკურ ფონზე ძვირდება ცხოვრება, ფასები იზრდება ყველაფერზე, განსაკუთრებით კი პროდუქტსა და მედიკამენტებზე. ისედაც გაღატაკებული ხალხი, ახლა უკვე წამლების ყიდვასაც ვეღარ ახერხებს. რა ღირს თქვენი ჯანმრთელობა პანდემიურ პერიოდში?
„ქართული ოცნების“ იმედი ჰქონდათ, თუმცა ახლა ყველაზე და ყველასთვის საჭირო, სამედიცინო პროდუქცია, მედიკამენტები ისევ გაძვირდა.მოქალაქეები,იმ წამლებსაც ვეღარ ყიდულობენ, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღონ. ამ თემაზე საუბარი ყველაზე მტკივნეულია ხლაპენსიონერებისთვისაა, რადგან წნევის მარეგულირებლებზე ფასები კატასტროფულად იზრდება. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ იმედი გაუცრუა, რადგან არსებობაყ ოველდღიურად უფრო და უფრო რთულდება.
არამარტო წნევის მარეგულირებელი,არამედ ფასით თითქმის ყველა, ასაკის ადამინისთვის საჭირო მედიკამენტებზე გაიზარდა. მაგალითად თუ გულსისხლძარვთა დაავადებების სამკურნალო, პრეპარატები ადრე თხუთმეტი ლარი ღირდა, ახლა ფასი 30-დან 35 ლარამდე მერყეობს.ვიტამინები, ტკივილგამაყუჩებლები, საჭმლის მომნელებელი მედიკამნეტები, ამ ჩამონათვალზეც ფასები რეკორდულად იზრდება. მოქალაქეები ფაქტით შეშფოთებულნი არიან, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ნერვიულობას აზრი არ აქვს.
ფასების ზრდით შეშფოთებულია, აჭარის ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტიც. ამბობს,რომ რეკორდულ მაჩვენებელს ხელისუფლება ვერ არეგულირებს, რადგან საქართველოში გაყიდვაში არსებული წამლების 90% იმპორტირებულია. თამაზ ავალიანი ფიქრობს,რომ მთავრობამ სპეციალური კომისია უნდა შექმნას, რომელიც გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისვთის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი მედიკამენტების სიას შეადგენს და ბაზარზე შემოტანის დროს ფასებს გააკონტროლებს. იგი წამლების გაძვირების კიდევ რამდენიმე ფაქტორზე საუბრობს.
ფასების ზრდა, რომ დოლარის გაუფასურების შედეგია ეს, სადაო არც ეკონომისტებისთვისაა. დავით კეშელავა, კიდევ ერთ ფაქტორზე საუბრობს. ამბობს,რომ პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისი ბინზენს სექტორისთვის ფინანსურად მძიმე აღმოჩნდა და მათ გამოსავალი ფასების ზრდაში იპოვეს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ფასები, სამედიცინო მომსახურებაზე 1.8 პროცენტით გაიზარდა.