07, აპრილი 2021 17:59:00
1 გარდაცვლილი და 4 დაშავებული. უბედური შემთხვევა ბათუმში, ურეხის დასახლებაში მოხდა. ამ დრომდე უცნობია რა გახდა მშენებარე სახლის ჩამონგრევის მიზეზი. ცხედარი რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს. დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დამატებით დეტალებს, დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, 9-ის ნახევარზე მოგიყვებით.