07, აპრილი 2021 17:45:00
„მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები პრაქტიკაში სავსებით რეალურია“ - ასე გამოეხმაურა ბათუმის დანიშნული მერის მოვალეობის შემსრულებელი, ჯუმბერ ვარდმანიძის უკანონო მშენებლობის დაკანონებას. არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, უწყებამ ყველა საჭირო ღონისძიება გაატარა, რაშიც, მხოლოდ, ფულადი სანქციის დაკისრება იგულისხმება. ჩიქოვანის თქმით, საკუთრ მიწაზე ინდივიდუალური მშენებლობის დაწყება პრაქტიკაში მიღებულია და ამაში გასაკვირი არაფერია. შეგახსენებთ, ჯუმბერ ვარდმანიძემ, მახინჯაურში ფეშენებელური სახლის მშენებლობა, გასული წელს დაიწყო. დარღვევების მიუხედავად, ბათუმის მერიამ, დემონტაჟის ნაცვლად, მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა.