07, აპრილი 2021 17:44:00
მოქალაქე „ორბი სითის“ წინააღმდეგ. ვერა ზიმნოვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების სრულყოფილად დაკმაყოფილებას ითხოვს. ამტკიცებს, რომ სასტუმროს ნომერი რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც შეიძინა. მისივე თქმით, პროექტის ჩაბარების ვადებიც გაიწელა და საკუთრების გაფორმება, ამ დრომდე, ვერ შეძლო. ზიმნოვა, კომპანიისგან გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის პირგასამტეხლოს ითხოვს. პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ კომპანიაში, სადაც სიტყვიერად გვითხრეს, რომ მოქალაქეს ინფორმაცია და შესაბამისი განმარტებები მიაწოდეს. სატელევიზიო კომენტარი კი, მენეჯმენტში, იმ მოტივით არ გააკეთეს, რომ კონკრეტული შემთხვევა დეტალურ და ხანგრძლივ ახსნას საჭიროებს.