10, ივლისი 2017 20:02:00
რებრენდინგი ,,თავისუფალ სივრცეში“. ორგანიზაციამ „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ გრანტის ფარგლებში, სოციალური კაფე გაახლა, სივრცე დაეთმობა სხვადასხვა აქტივობებსაც. თავისუფალი სივრცის მიზანი შშმ პირების დასაქმება და მათი მხარდაჭერაა. შემოსული თანხის ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში ჩაირიცხება. გარდა ამისა, ორანიზაციის წევრები ბათუმელებს მოუწოდებენ ვიწრო ქუჩებში ავტომობილები ველოსიპედებით ჩაანაცვლონ, რაც ადამიანის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ,,თავისუფალი სივრცის“ რეაბილიტაცია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა დააფინანსა.