09, აპრილი 2021 21:45:00
ქვეყანა,სადაც გარემო უკიდურესად პოლიტიზირებულია. პოლიტიკაზე საუბრობენ ქუჩაში, სახლში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ლაპარაკობს ყველა- პოლიტიკოსიდან დაწყებული ხელოვანზე დამთავრებული, საუბრობს ყველა ასაკობრივი კატეგორია- ხანდაზმული თუ ახალგაზრდა, დიდი თუ პატარა. რამდენადაც გასაკვირად არ უნდა მოგეჩვენოთ, ბავშვებმაც კი ძალიან კარგად იციან პოლიტიკური მოვლენები და ზუსტად ისე მსჯელობენ, როგორც ამას ზრდასრული ადამიანები აკეთებენ. თუ გინდათ, რომ ამაში დარწმუნდეთ- აუცილებლად უნდა დაელოდოთ მთავარ გამოშვებას და უყუდოთ თეო ფუტკარაძის რეპორტაჟს. მიიღებთ კითხვაზე პასუხს: სად გადის ბავშვების პოლიტიკური გემოვნება?
7 წლის რეზის ისტორია ჯერ არ შეუსწავლია, თუმცა, ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი ოკუპანტია. პოლიტიკური პარტიების ლიდერებს კარგად ცნობს, კთხვაზე კი, რა იციან პოლიტიკაზე? პატარები ასე გვპასუხობენ:
აქციები, ოკუპაცია, არჩევნები, კოჰაბიტაცია, პოლიტპატიმრები, მოლაპარაკებები - ამ თემებს, მოზარდები ტელევიზორებიდან, იმდენად ხშირად ისმენენ, რომ საკუთარ პოლიტიკურ ანალიზსაც გვთავაზობენ.
პოლიტიკა და პოლიტიკოსობა უინტერესოდ მიაჩნიათ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელობები არ ესმით, პოლიტიკური ტერმინები ზეპირად იციან.
ფსიქოლოგებს, ბავშვებისთის პოლიტიკური ინფორმაციით დატვირთვა არასწორად მიაჩნიათ. სპეციალისტების თქმით, მოზარდებში, მუდმივი დაპირისპირებისა და აქციების კადრების ნახვამ შესაძლოა აგრესია გამოიწვიოს. ამბობენ იმასაც, რომ უცხო სიტყვების მოსმენა, მაშინ როცა მნსვნელობებს ვერ იაზრებენ, პატარებში, ინფორმაციის უკმარისობის გრძნობას აღვივებს, რაც შემდგომ, არასრულფასოვნებაში შეიძლება გადაიზარდოს.
ბავშვთა უფლებადამცველი, პოლიტიკური ანალიზის გაკეთების უნარს, პოზიტიურად აფასებს, თუმცა, მოზრდილ ასაკში. თიკო აბაშიძე ფიქრობს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებებმა საბავშვო კონტენტს, მეტი დრო უნდა დაუთმონ. ამბობს, რომ პატარებს, ასაკის შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეთ.
მედიასაშუალებებში, პოლიტიკური საკითხების, დიდი დოზით არსებობაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც საუბრობენ. მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაშუქება მედიის ვალდებულებაა, თუმცა, აღნიშნავს, იმასაც, რომ ბავშვებისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაფილტრული უნდა იყოს. ყურადღებას, ამ კუთხით, მშობლების პასუხისმგებლობაზეც ამახვილებს.
მშობლები, ფსიქოლოგები და მედიაექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ბავშვებში პოლიტიკა საჭიროზე მეტი დოზითაა. თუმცა, ჩვენი პატარა რესპონდენტებიც მოწმობენ, რომ მედიის წარმომადგენლებს და პოლიტიკოსებს, სამუშაო სპეციფიკაში ცვლილებები გვჭირდება.