09, აპრილი 2021 21:15:00
5 "თავისუფლების უსაზღვრო რომანტიკით აღსავსე გულთა ფეთქვა," - 32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში, შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. სადამსჯელო ღონისძიებაში მომწამლავი ქიმიური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღები გამოიყენეს. რუსული ტანკების აგრესიას აქციის ათასობით მონაწილე შიშველი ხელებით დახვდა. მომხდარს 21 ადამიანი ესმხვერპლა, დაშავდა ასობით მონაწილე. ტრაგედიიდან ზუსტად 2 წელიწადში უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. როგორ იხსენებენ ეროვნული ერთობის სიმბოლოდ ქცეული დღის ფრაგმენტებს მოვლენების მონაწილეები?
ცხრა აპრილის მოვლენებს, ახლა თვალცრემლიანი იხსენებს. უჩა ოქროპირიძე, 1989 წლის პროცესებში აქტიურად ჩართული და პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. „ქართველებს ვერავინ შეაშინებს“ – მაშინდელი ახალგაზრდები, ბათუმის ქუჩებში, საქართველოს გაშლილი დროშებით, ამ სიტყვებს სკანდირებდნენ და საბჭოთა არმიას ამ ფორმით უპირისპირდებოდნენ.
ახალგაზრდებმა, შემდეგი აქცია, ათ აპრილს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ დაგეგმეს. უჩა ოქროპირიძე, აქტივისტებთან ერთად რუსთაველის ქუჩის გადაკეტვას გეგმავდა, თუმცა, გვიყვება,რომ უმაღლესი სასწავლებლის იმ დროინდელმა ხელმძღვანელებმა, ამის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ, თბილისში წავიდა და დედაქალაქში განვიტერებულ მოვლენებს დეტალურად იხსენებს.
21 მოკლულის და ათასობით მოწამლული მოქალაქალაქის მხარდასაჭერ აქციებს, ბათუმში, ახალგაზრდული ფრთა „წმინდა ილია მართლის საზოგადოება“ ხელმძღვანელობდა. ბათუმის დრამატულ თეატრთან, ასობით მოქალაქე შეიკრიბა და შიმშილობა დაიწყო. აქციის, ერთ-ერთი, ლიდერი გენო თებიძე იყო.
თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების ნაწილი აფხაზეთისთვის ავტონომიის მინიჭებას, ნაწილი კი - საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლას ითხოვდა. ათი ათასამდე აქციის მშვიდობიანი მონაწილე, რუსულმა არმიან, ცეცხლსასროლი იარაღებით და ტანკების გამოყენებით დაარბია.
ტრაგედიდან ორი წლის შემდეგ, ქვეყნის, იმ დროინდელმა პრეზიდენტმა, საქართველოში რეფერენდუმი ჩაატარა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობდა. მოსახლეობის 98-მა პროცეცენტმა დამოუკიდებლობა აირჩია. სწორედ, 1991 წელს,9 აპრილი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადა.
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან, 32 წელი გავიდა. რუსეთის მიერ კი, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, დღემდე, ოკუპირებული.