11, ივლისი 2017 20:02:00
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიაცენტრი გაიხსნა. თავისუფალი სივრცის გამყენება, როგორც მედიის, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგნელებს, დილის 10 საათიდან 19 საათამდე შეეძლება. დღესვე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მესამე სექტორის წარომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები გააცნეს, რაც ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას, აგიტაციასა და ამომრჩეველთა მოსყიდვას გულისხმობს. Usaid –ის ფინანსური მხარდაჭერით, ბათუმის პარალელურად მედიაცენტრი კიდევ 10 ქალაქში გაიხსნა. პროექტი პირველად გასულს ამოქმედდა.