15, აპრილი 2021 17:40:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ და გოგიტა თოდრაძემ, სამუშაო შეხვედრაზე, მომხმარებელთა მოთხოვნების და საჭიროებების შესწავლის აუცილებლობაზე ისაუბრეს. მსგავსი შეხვედრები სამინისტოროებსა და თვითმმართველობებშიც არის დაგეგმილი. როგორც აღნიშნეს, მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომხმარებელთა ინფორმირებულობას, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი გახდება.