16, აპრილი 2021 17:33:00
მორიგი აქცია ზღვისპირა პარკის დასაცავად. „შეწყდეს ბულვარის განადგურება და ადამინების უსამართლოდ ჩაგვრა!“- საზოგადოება „ბათომი“ კოლონადებთან 18 აპრილისთვის შეკრებას აანონსებს. პროტესტის მესიჯი ხელისუფლებისთვის იმის შეხსენება იქნება, რომ ბულვარი საქართველოს თითოეული მოქალაქის საკუთრებაა და არა ჩინოვნიკების, რომლებიც იქ ცათამბჯენებისა და სახინკლეების მშენებლობას მწვანე შუქს უნთებენ. ორგანიზატორები ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლებას უსამართლოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება ზღვარს გადადის. პროტესტო აქცია 2 საათზე დაიწყება.