16, აპრილი 2021 16:48:00
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სტატისტიკის არეალის გაფართოების მიზნით, აჭარაში მოქმედ უწყებებთან თანამშრომლობას აფართოებს. რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე, ისაუბრეს ახალი მიმართულებით სტატისტიკური ინფორმაციის შექმნის საჭიროებებზე. პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში, გამოყენებული იქნება ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევები, რომლებიც რეგიონის სხვადასხვა სექტორზე იქნება მომზადებული.