16, აპრილი 2021 21:15:00
კოვიდპანდემიიდან 1 წელზე მეტი გავიდა. ქვეყანა კი მესამე ტალღის მოლოდინშია. კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის პარალელურად, იზრდება შემოსავლის გარეშე დარჩენილთა რიცხვიც. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა. არა და, 1 წლის წინ, ხელისუფლება მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და დახმარებაზე, დაპირებებსაც უხვად გასცემდა. რა მოლოდინები ჰქონდათ მოსახლეობაში და რა რეალობის წინაშე აღმოჩდნენ? მთავარ გამოშვებაში გიამბობთ.
ამ განცხადებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. მზარდი სტატისტიკის გამო, ქვეყანაში მალევე „ლოქდაუნი“ გამოცხადდა. დაწესდა კომენდანტის საათიც. შეზღუდვის პერიოდში, აიკრძალა საჰაერო და სასაზღვრო მიმოსვლა და სხვა. რეგულაციების მოქმედების დამსახურებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების კლებასთან ერთად, რიგი აკრძლვები გაუქმდა, თუმცა შეზღუდვების ნაწილი დღემდე ძალაშია.
ამ ერთი წლის განმავლობაში, შემოსავლის გარეშე დარჩენილმა მოქალაქეებმა, არაერთი აქცია გამართეს. ხელისუფლებას, ძირითადად ორ პირობას უყენებდნენ: ან რეგულაციები მოეხსნათ, ან საკმარისი ფინანსური დახმარება მეღოთ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, პროტესტმა პერმანენტული ხასიათი მიიღო.
მოქალაქეები დღეს აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ მათი მოლოდნი ვერ გაამართლა. ვერ მიღეს ის შედეგი როგორსაც დაპირებებისგან ისმენდნენ. ამბობენ, რომ მმართველი გუნდი დროს მხოლოდ პიარ კამპანიაში ხარჯავს და თავს მხოლოდ ერთჯერადად გაცემული მწირი სასურსათო კალათით იწონებენ.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მოსალოდნელ მესაქმე ტალღას, ერთწლიანი გამოცდილების მიუხედავად ვერც ხელისუფლება გაართმევს თავს და ვერც ქვეყანა გაუძლებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მთავრობამ თანხები არამზინობრივად ხარჯა.
არასწორ ეკონომიკურ გათვლებთან ერთად, ხელისუფლებამ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, ამბობენ ეკონომისტები. ამ შემთხვევაში, ექსპერტები ვაქცინაცასთანდაკავშირებულ გამოწვევებს გულისხმობენ. ანტივაქსერების საწინაარმდეგო პოლიტიკა დროულად ვერ აწარმოა.
მიუხედავად იმისა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, იმუნიზაციასთან ერთად, დღემდე უწევს ადამიანების დარწმუნება იმაშ, რომ კოვიდ 19 ნამდვილად არსებობს, ამბობენ, რომ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ და მესამე ტალღის შემთხვევაში, მართვა გაცილებით ეფექტური და იოლი იქნება.
მესამე ტალღის მოლოდინი რეალურია. ბოლო სამი კვირაა, ახალი შემთხვევების გამოვლენის ტენდენცია ისევ მზარდი გახდა. შესაბამისად, არის კიდევ ერთი ლოქდაუნის მოლოდინი. იმედგაცრუებული მოქალაქეები კი ხელისუფლოებისგან, ისევ ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას სთხოვენ და არწმუნებენ, რომ სხვა შემთხვევაშ უბრალოდ შიმშლი ემუქრებათ.