12, ივლისი 2017 17:09:00
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მიმდინარე წელს 94 ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი გამოწერა. სტატისტიკა 2017 წლის აინვრიდან 7 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. კანონდამრღვევები არიან როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. ზედამხედევლობის სამსახურში აღნიშნავენ, რომ ისინი ძირითადად უნებართვოდ ახორციელებდნენ ქუჩებისა თუ ტროტუარების გადათხრით სამუშაოებს, ასევე თვითნებურად ანთავსებდნენ სარეკლამო ბანერებს. დავით ქარცივაძის განცხადებით, საერთო ჯამში გამოწერილმა ჯარიმებმა თითქმის 16 000 ლარი შეადგინა. სასამართლო კი ჯარიმებს ძირითადად იურიდიულ პირებს აკისრებს.