20, აპრილი 2021 17:33:00
აჭარის მთავრობამ, აპარატის ყოფილ მენეჯერთან სამართლებრივი დავა შეწყვიტა და ისევ სამსახურში აიყვანა. დააბრუნა სხვა პოზიციაზე, თუმცა იმავე ანაზრაურებით, რასაც გათავისუფლებამდე იღებდა. მოსარჩელის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. მოპასუხე მხარემ, პირს, დავის მორიგებით დასრულება, სასამართლოში, პაექრობის ეტაპის დასრულების შემდეგ შესთავაზა. მოსარჩელე, აჭარის მთავრობის აპარატში მენეჯერის პოზიციაზე 2013 წლიდან მუშაობდა. მის მიმართ, დისციპლინური გადაცდომის საქმის წარმოება, 2020 წლის მარტში დაიწყო. საბოლოოდ იგი, სამსახურიდან დაუსაბუთების გარეშე გაათავისუფლეს.