24, იანვარი 2017 05:58:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე საუბრობს. განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ექნება კონსტიტუცია, რომელიც გასული წლებისგან განსხვავებით იქნება ფართო ჩართულობის შედეგად მიღებული. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ ვენეციის კომისიისგან პოზიტიური შეფასება მიიღო. პრემიერის განმარტებით, დღემდე კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, ამიერიდან კი ეს მიდგომაც შეიცვლება.