21, აპრილი 2021 18:20:00
ხმაური ბათუმში, „მაქსიმი“-ს ოფისთან. კომპანიაში დასაქმებულებმა, შენობის პიკეტირება მოახდინეს და ხელმძღვანელის გათავისუფლება მოითხოვეს. ამტკიცებდნენ, რომ გუშინ გამართული აქციის შემდეგ, ადმინისტრაციამ, მძღოლების ნაწილი აპლიკაციაში დაბლოკა და შეკვეთებს ვეღარ იღებენ. მათ მოთხოვნებში შედის ტარიფის გაზრდა და იმ კომპანიების ტაქსის მძღოლების აპლიკაციიდან წაშლა, რომლებიც სხვაგანაც არიან დასაქმებულები.