21, აპრილი 2021 21:59:00
გამოშვებას ვიწყებთ სიღატაკეში მცხოვრები ქალის ისტორიით. 57 წლის ჟანა იანიკიანი ბათუმში, ჯავახიშვილის 20 ნომერში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა ქალის ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სოციალური დახმარება რამდენიმე წლის წინ შეუწყევიტეს, მიზეზად კი მაღალი სარეიტინგო ქულა დაუსახელეს. იანიკიანი ვერც პენსიით სარგებლობს, რადგან შესაბამისი ასაკი არ აქვს. დაეხმარება თუ არა მოქალაქეს თვითმმართველობა?
57 წლის ჟანა უკიდურეს სიღატაკეში, უკვე 12 წელია ცხოვრობს. ამბობს, რომ საცხოვრებელი წლების წინ, ბანკმა გაუყიდა. საკუტარი წერის გარეშე დარცენილმა ქალმა, რამდენიმე მისამართი გამოიცვალა. ამბობს, რომ შემოსავლის, პენსიისა და დახმარების გარშე ხშირად დარჩენილა და ღია ცის ქვეშაც არაერთხელ გაუთენებია. დაგვიანებულ ქირას იშვიათად პატიობდნენ.
ჟანას ცხოვრებაში, განსაკუთრებულად კრიზისი პანდემიასთან ერთად დაიწყო. უფრო მეტად უწევდა მშიერს დაძინება, ვიდრე ოდესმე. თვეების მანძილზე, აუცილებელი საკვებით, მეზობლები ამარაგებდნენ.
მარტოხელა ქალს, სოციალური დახმარება წელია მოხსნილი აქვს. სირატაკის მიუხედავად, მაღალი სარეიტინგო ქულა გამოუვიდა. დახმარების აღდგენას ითხოვს, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. ჟანას, სახელმწიფოსთან, კიდევ ერთი სათხოვარი აქვს.
ბათუმის სოციალური მომსახურების სააგენტოში პასუხი არაფერი აქვთ, გარდა იმისია, რომ ახსენებენ ქალს, აქვს უფლება განმეორებითი გადამოწმებისთვის, სააგენტოს კიდევ ერთი განცხადებით მიმართოს.
უშედეგო მიმართვებით დაღლილ ქალს, კოვიდპანდემიის გავრცელების შემდეგ, მერიისთვის აღარ მიუმართავს, ხოდა ახლა მერიასაც იგივე პასუხი აქვს, რაც სოციალური მომსახურების სააგენტოს. არავინ აძლევს პირობას, რომ დაეხმარებიან, თუმცა მაინც წერილობითი განაცხადისკენ მიუთითებენ.