26, აპრილი 2021 21:59:00
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეზღუდვების ნაწილი, დროებით, ისევ ძაალში ბრუნდება. მაგალითად, ჩერდება, მუნიციპალური ტრანსპორტი. დაგეგმილია, სასაფლაოებთან მისასვლეილ გზების ჩაკეტვაც. მხოლოდ ერთი დღით, ცვლილებებია კომენდანტის საათშიც.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, შეზღუდვების ახალი ეტაპი დაიწყო. რეგულაციების გამკაცრება მოახლოებულ დღესასწაულს, აღდგომას უკავშირდება. კოვიდ19-ის მზარდი სტატისტიკის პრევენციის მიზნით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 3-12 მაისის ჩათვლით პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს.
საბჭოს გადაწყვეტილებითვე, სადღესასწაულო დღეებში, საფლავებზე გასვლა იკრძალება. ჩაიკეტება სასაფლაოებთან მიმსასვლელი გზები.
გამონაკლისის სახით, ცვლილება შევიდა „კომენდანტის საათშიც“. სააღდგომო ლიტურღიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, 1 მაისის 23 საათიდან 2 მაისის 4 საათამდე იმოქმედებს. გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად მიიღეს.
შეგახსენებთ, მობილობის შემცირების მიზნით, 4-დან 11 მაისამდე პერიოდი, საქართველოში უქმე დღეებადაა გამოცხადებული. იმ მეწარმე-სუბიექტებისა და საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც მთავრობის ეს დადგენილება არ გავრცელდება, შემდეგნაირია:
მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებები თავად განსაზღვრავენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ იმ სამსახურებსა თუ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება.