30, აპრილი 2021 18:19:00
გაურკვეველი საკადრო ცვლილებები აჭარის მთავრობაში. მაღალჩინოსნები, თანამდებობებს, ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის პოზიცია, ირაკლი ჯინჭარაძის შემდეგ, ახლად დანიშნულმა მოვალების შემსრულებელმაც, 17 დღეში დატოვა. ჩანაცვლება-გადანაცვლებები განმარტებების გარეშე განხორციელდა აჭარის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობების სამინისტროებშიც. მმართველი გუნდი დუმს, მოულოდნელ საკადრო ცვლილებებს კი, ოპოზიციაში აფასებენ.
დავით სურგულაძე, ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ადგილს, მას შემდეგ იკავებდა, რაც ირაკლი ჯინჭარაძეს თანამდებობა დაატოვებინეს. სურგულაძემ, პოსტი დანიშვნიდან, სულ რაღაც, 17 დღეში, მოულოდნელად, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. კითხვების ადრესატი, ამ ეტაპზე, განმარტებების გაკეთებისგან თავს იკავებს.
ბულვარის ყოფილ დირექტორს, სურგულაძის მიერ, თანამდებობის დატოვება არ უკვირს. ირაკლი ჯინჭარაძეს, გადაწყვეტილების მიზეზად, ახლად დანიშნული მოვალეობის შემსრულებელზე, ხელისუფლების ზეწოლა მიაჩნია.
ბოლო, ერთ კვირაში, საკადრო ცვლილებები რეგიონის მთავრობაში სხვა რგოლებშიც განხორციელდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილეები- სულხან მოწყობილი და რუსლან ქორიძე, თენგიზ ირემაძემ და ზაზა დიასამიძემ ჩაანაცვლეს. რა მიზეზით მოხდა ცვლილება, უცნობია. უწყებში განმარტებები, ამ დრომდე, არ გაკეთებულა. დიასამიძე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ძალოვანი უწყებიდან გადმოიყვანეს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ის ხელვაჩაურის სამმართველოს უფროსის პოსტზე იყო, რომელსაც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე დაწინაურებამდე იკავებდა.
საკადრო ცვლილებები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაც შეეხო. უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ინფორმაცია, გვიან ღამით, ფეისბუქ პოსტის მეშვეობით გაავრცელა. ზაურ ახვლედიანის განმარტებით, იგი საქმიანობასაჭარისფინანსთადაეკონომიკისმინისტრისმოადგილედგააგრძელებს.რა გახდა თანამდებობის ცვლილების მიზეზი? კითხვაზე საპასუხოდ ახვლედიანი“TV25“-ის სატელეფონო ზარებს, მთელი დღის განმავლობაში, არ პასუხობს.
მოულოდნელსაკადროცვლილბებსოპოზიციაშიაფასებენ. ლევანანთაძეფიქრობს, რომხელისუფლებამინისტრებსარენდობადაისეთიმოადგილეებიშეურჩიეს, რომლებიცმაღალჩინოსნებისგაკონტროლებასშეძლებენ.
რათანამდებობაზედაინიშნება, ჯაბაფუტკარაძისყოფილიმოადგილე, ანრამიზნითშეარჩიესზაურახვლედიანიუცნობია.განმარტებები აწარის ფინანსთადაეკონომიკისსამინისტროშიც არ გაკეთებულა.