04, მაისი 2021 17:28:00
ბათუმი, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდს მასპინძლობს. ნავსადგურში, დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გემის კაპიტანთან და ეკიპაჟის წევრებთან გამართა შეხვედრა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და სტრატეგიულ ურთიერთობას, კიდევ ერთხელ, უსვამს ხაზს.