04, მაისი 2021 21:45:00
გონიოს სანაპირო ზოლი ტურისტულ სეზონს ყოველწლიურად მოუწესრიგებელი ხვდება. ტრადიციულად, ზღვისპირა მონაკვეთი დანაგვიანებულია და ბალახითაა დაფარული, მიმდმებარე ტერიტორია კი საავტომობილი გზადაა გამოყენებული. მანქანებთან ერთად ტურისტულ ზონაში ძროხებსიც გადააგილდებიან. რა პასუხი აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემებაზე?
ეს, გონიოს სანაპირო ზოლია. ტერიტორიაზე მოქალაქეების გარდა, თითქმის ყველას და ყველაფერს ნახავთ. საფეხმავლო ბილიკზე, ადგილობრივები ვერა, თუმცა, იქ მოძრავი ოთხფეხა პირუტყვი შეგხვდა. ალბათ, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ჯებირი, რომელიც მსხვილფეხა ცხოველს, ბულვარში სერინობაში, ხელს შეუშლის, ვერსად ვიპოვეთ.
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, აქ ავტომობილებიც ვნახეთ. მძღოლები ბულვარში მანქანებით თავისუფლად გადაადგილდებიან. მეტიც, ადგილობრივების თქმით, თუ ბულვარის ნაწილში სეირნობისას, მძღოლები, სიგნალით გზის გათავისუფლების მოთხოვნასაც კი ამცნობენ.
ამ ყველაფრის ფონზე, გარემო არც სისუფთავით გამოირჩევა. ეს მაშინ, როცა, პანდემიის პირობებში, ქვეყანა იმედებს, სწორედ, შიდა ტურიზმზე ამყარებს. რამდენად მიიზიდავს დამსვენებლებს, აქ არსებული მდგომარეობა საკითხავია. ვიზიტორების სიმრავლის იმედი, ადგილობრივებსაც არ აქვთ.
დაბინძურებულ გარემოზე, შპს „სანდასუფთავება“-ში, ვრცლად საუბარს გაურბიან. პრესსამსასუხრმა, მხოლოდ, მოკლეტექსტური შეტყობინება გამოგვიგზავნა, სადაც წერია, რომ:
გონიოს სანაპირო ზოლი სუფთავდება კვირაში ერთჯერ, ზაფხულის სეზონზე დღეში რამდენჯერმე.
ფაქტი ერთია, გონიოს სანაპირო ზოლი, ყურადღების და ზედამხედველობის გარეშეა. ბულვარში მოძრავ ავტომობილებს, წესით გომელაურის უწყება უნდა აკონტროლებდეს და მოძრაობის დარღვევის წესების გამო აჯარიმებდეს კიდეც. რამდენ პირს დაეკისრა სანქცია, ან ხდება თუ არა მსგავსი ფაქტების კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, უცნობია. ტრადიციულად, პრესსამსახური პასუხს შეგვპირდა, თუმცა, ამ დრომდე უშედეგოდ ველოდებით.