24, იანვარი 2017 11:25:00
ნაციონალური მოძრაობა ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის რუსეთში შესაძლო ექსტრადიციას ოპოზიცია ეწინააღდეგება. პარტიის წევრები სიმბოლურად ბათუმის იუსტიციის სახლტან შიკრიბნენ და ცენტრალურ ხელისუფლებას ქართველი სამხედროს ინტერესების დაცვისკენ მოუწოდეს. ცერცვაძის მხარდამჭერ აქცია ლეიბორისტული პარტიის წევრი, ჯელალ ქიქავაც შეუერთდა და ძალადობის შემცვლელი განცხადებებიც გააკეთა . აფხაზეთის და აგვისტოს ომების მონაწილეს რუსეთში ექსტრადირება ემუქრება. რუსული მხარე საქართველოს მოქალაქეს 2003 წელს მომხდარ დანაშაულში სდებს ბრალს. ვიცეპოლკოვნიკი უკრაინელმა მესაზღვრეებმა კიევში 15 იანვარს რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. უკრაინელმა სამართალდამცავებმა ცერცვაძეს განუმარტეს, რომ მას მოსკოვი ინტერპოლით რუსეთის ფედერაციაში ჩადენილი მკვლელობისთვის ეძებდა.