05, მაისი 2021 17:29:00
აჭარაში კი, კორონავირუსით, კიდევ ერთი, ადამიანი გარდაიცვალა. ფაქტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა მზარდია რეგიონშიც. 5 მაისის, მონაცემებით ინფიცირების 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 91 პაციენტი. კლინიკა დატოვა -22-მა ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა 8 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობას 438 პაციენტი გადის, კოვიდ სასტუმროში კი, 318 პირი იმყოფება.