05, მაისი 2021 17:35:00
კომუნიკაციების კომისია და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ერთობლივ პროექტებს იწყებენ. სამომავლო თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. შეთანხმების ფარგლებში, მხარეები, ისეთ პროექტებს განახორციელებენ, რომლებიც ქვეყანაში მედიაწიგნიერების და ევროპული ღირებულებების განვითარებას შეუწყობენ ხელს. შეთანხმების მიზანი, დეზინფორმაციისა და ციფრული უნარების კუთხით, საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.