07, მაისი 2021 21:15:00
ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარის მოწყობა დასრულდა. მოედანზე, ხვალ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრა გაიმართება. შეჯიბრში მონაწილეობას, „დინამო ბათუმისა“ და „დინამო თბილისის“ გუნდები მიიღებენ. რეგულაციებიდან გამომდინარე თამაშზე დასწრებას მაყურებელთა, მხოლოდ, 30% შეძლებს, რაც 7000 მდე გულშემატკივარს გულისხმობს.მატჩი ოც სათსა და 15 წუთზე დაიწყება და დასასწრები ბილეთი კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის საშვსაც წარმოადგენს. აუცილებელია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქონაც.