12, მაისი 2021 21:58:00
მსხვერპლით დასრულდა ავტოავარია ქედაში. დაღუპულია ორი ადამიანი. როგორც თვითმხილველმა გვითხრა, მანქანა მდინარე აჭარისწყალში გადავარდა. მგზავრები, ბათუმიდან შუახევში მიდიოდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ავტომობილით, შვიდი ადამიანი მგზავრობდა. მათ შორის, ორი მცირეწლოვანი იყო.