13, მაისი 2021 21:10:00
რა გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე კოვიდპანდემიამ? რამდენად შეიცვალა იმ ადამიანების ყოველდღიურობა, რომლებუიც თავს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით , ვაჭრობით თუ სარესტორტორნო ბიზნესით ირჩენდა.
სოფი ჯორბენაძე 26 წლის მეწარმეა. თვითდასაქმებულს, უკვე 6 წელია, საკუთარი ფეხსაცმელებისა და ჩანთების მაღაზია აქვს. 2020 წლის გაზაფხულიდან, „ციცი შოპი“ სრული დატვირთვით ვეღარ მუშაობს. მაღაზია, რამდენიმე თვე, დახურულიც იყო. თვითგადარჩენისთვის, გამოსავალი, ონლაინ-გაყიდვებში იპოვეს.
კოვიდპანდემიამ, ფინანსური დარტყმა მიაყენა „ბერნსაც“. კვების ობიექტი, ქალაქში, 2016 წელს, გაიხსნა. ამ პერიოდის განმავლობაში, მომხმარებელთა რაოდენობა ყოველთვის დიდი იყო, თუმცა, პანდემიამ თავისი წვლილი მაინც შეიტანა. რესტორანს, დღეს, განსაკუთრებულ ზიანს, „კომენდანტის საათი“ უქმნის. ასევე, უქმე დღეებში მუშაობის უფლების არ ქონა.
შემოსავლის გარეშე დარჩნენ გიდებიც. ექვსკურსიათმძღოლები ამბობენ, რომ პანდემიურმა წელმა, ზიანი მიაყენათ, თუმცა მიმდინარე პერიოდში, წინსვლა შეინიშნება.
თამაზ ხორავას, სარფში, საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს. მოქალაქე, ზაფხულის სეზონზე იმედებს ვერ ამყარებს და შიშობს, რომ ნომრებს სანახევროდაც ვერ დატვირთავს. ვარაუდობს იმასაც, რომ დაკისრებული საბანკო ვალდებულებების დაფარვაც გაუჭირდება. ხორავას მსგავსად, უცხოელ ვიზიტორებს, არც სასტუმრო „ბესტ ვესტერნში“ ელოდებიან. მათი განმარტებით, განსხვავებით გასული წლებისგან, ჯავშნები ამ დრომდე არ აქვთ. იმედებს, გაჭიანურებული იმუნიზაციის პროცესიც უცრუებთ.
გარდა მაღაზიების, კვების ობიექტების, გიდების და სასტუმროებისა, შემოსავლის გარეშე კიდევ ათასობით მოქალაქე დარჩა. შედეგად, პანდემიის გამო დაზარალებულთა სიაც საკმაოდ გრძელია. ამაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევაც მოწმობს. საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის მე-4 კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე 3.8%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, მაჩვენებელი, 20.4 %-ს გაუტოლდა.