14, მაისი 2021 17:18:00
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი ამხილეს. შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებმა 27 წლის, წარსულში ნასამართლევ პირს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ აღმოუჩინეს. გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.