17, მაისი 2021 18:14:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პროჯორჯიას“ აბონენტთა ნაწილს.
ხელვაჩაურში - 11:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს: ზედა ჭარნალს,ახალსოფელსა და ავგიას.ასევე გონიოს,სარფისა და კვარიათის დასახლებების ნაწილს.
ქედაში - 11:00-დან 19:00 საათამდე სოფლებს: მერისსა და ინაშარიძეებს.
შუახევში - 10:30-დან 17:00 საათამდე სოფლებს: ნენიას,ჩანჩხალოს,ფურტიოს,ნიგაზეულსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა შუახევის ნაწილს.
ხულოში - 10:30-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ფაჩხას,თხილვანას,უჩხოს, კურცხალსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგო მომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.
R